მიწოდების პირობები

ვინაიდან კომპანია Expodel-ი არ არის უშუალო გამყიდველი და ის აკავშირებს მომხმარებელსა და გამყიდველ კომპანიას ერთმანეთთან, მიწოდების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ყველა მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მიწოდების პირობები საკუთარ გვერდზე, სადაც დეტალურად იქნება განხილული რა დროში მიეწოდება მომხმარებელს შეძენილი პროდუქტი და რა იქნება მომსახურების საფასური.
მომხმარებელი პროდუქტის შეძენით ავტომატურად ეთანხმება იმ მაღაზიის მიერ წარმოდგენილ მიწოდების წესებსა და პირობებს, სადაც შეიძინა პროდუქტი.
მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს მიღებული ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება ჩაბარების დოკუმენტს.
მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით მყიდველი ადასტურებს ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად და უნაკლოდ მიღებას.
მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ მყიდველს უფლება არ აქვს მოითხოვოს აღნიშნული ნივთის დაბრუნება, შესაბამისად მისი პრეტენზიები არ მიიღება.