ვებ გვერდის წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს.
რეგისტრაციისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე. ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ მიერ ვებ გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

1. ზოგადი პირობები

1.1.   ხელშეკრულება ძალაში შევა რეგისტარციისას პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან.
1.2.   რეგისტრაციის წარმატებით დასრულება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ პირობები;
1.3.  Expodel უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, წესები, ან/და ტარიფები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.4.   თქვენ ვალდებული ხართ პერიოდულად გაეცნოთ შეტანილ ცვლილებებს და დამატებებს;


2. მომხმარებლის
განცხადებები და გარანტიები

2.1.  Expodel მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ იძლევით გარანტიას, რომ:
2.1.1.  იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
2.1.2.   Expodel-სთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
2.1.3.  სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა თქვენს აქტივობაზე.
2.1.4.  Expodel-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;
2.1.5.  პასუხისმგებლობას იღებთ ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებსა და ოპერაციებზე.
2.1.6.  სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Expodel უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

3. მომსახურების პირობები

3.1. მომხმარებელი ვალდებულია, მოგვაწოდოს სწორი და ზუსტი ინფორმაცია მონაცემების შევსებისას.
3.2.  Expodel-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ გაიაროთ ვებ გვერდზე ავტორიზაცია;
3.3 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, მისამართი და ამის შემდეგ ასრულებს ყიდვის პროცედურას.
3.4 ვებ გვერდზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით.


4.
მომხმარებლის ანგარიშის გახსნა

4.1.  ვებ გვერდის მეშვეობით პროდუქტის შესაძენად თქვენ ვალდებული ხართ გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ მომხმარებლის ანგარიში;
4.2.  რეგისტრაციის პროცესში ვალდებული ხართ, შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი და დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს, ვებ გვერდზე თქვენი მომხმარებლის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ წინამდებარე პირობებზე დათანხმების შემდეგ.
4.3.   Expodel თქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს;

5. პროდუქტის შეძენა

5.1.   პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან;
5.2.   პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს საკურიერო მომსახურების ღირებულება;
5.3.   თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ შეკვეთის გაუქმების ღირებულების ანაზღაურებით.
5.4.  შეკვეთის პროცესის დასრულებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით მიმწოდებლის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას;

6. არასრულწლოვანი პირები

6.1   ვებგვერდის სერვისი არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
6.2   ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს წვდომა და შევამოწმოთ თქვენ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.

7.
მხარეთა პასუხიმგებლობა

7.1.  Expodel პასუხს არ აგებს ნებისმიერ ნაკლზე/დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვა კურიერისთვის პროდუქტის გადაცემამდე ან მიმღების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდგომ;
7.2.  Expodel პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თქვენ;
7.3.  Expodel პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;